რა არის „Ridesharing”?

მგზავრობის გაზიარება (Ridesharing) მსოფლიოში მრავალჯერ აპრობირებული მგზავრობის ფორმაა, რომლის დროსაც საერთო მიმართულების მქონე ინდივიდები ერთმანეთს დაემგზავრებიან ხოლმე.

დანიშნულების მიხედვით გამოარჩევენ ქალაქთაშორის, ქალაქის შიგნით დამგზავრებას და სხვა, ხოლო მგზავრობის გაზიარების მიზანი მეტწილად საწვავის ხარჯის დაზოგვა და სოციალიზაციაა.

ჰარი ქალაქთაშორისი მგზავრობის საკომუნიკაციო პლატფორმაა, სადაც მძღოლებს შეუძლიათ გააკეთონ განცხადება როდის გეგმავენ გამგზავრებას კონკრეტული ქალაქისკენ, მგზავრებს კი შეუძლიათ დაჯავშნონ განცხადება და დაემგზავრონ.

მგზავრობის გაზიარების მთავარი უპირატესობა მძღოლებისთვის საწვავის თანხის დაზოგვა და მხიარული მოსაუბრის ყოლაა შორ მანძილზე გადაადგილებისას. მგზარებისთვის კი სარგებელს კომფორტი და სოციალიზაცია წარმოადგენს.

ჰარი პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც ქალაქთაშორის დამგზავრებას სთავაზობს მომხარებლებს. აპლიკაციის გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხარებლის უკუკავშირი და რჩევები, რის საფუძველზეც სრულიად ჩავანაცვლეთ ნაღდი ანგარიშსწორება საბანკო ბარათით. ეს ფულთან დაკავშირებულ დისკომფორტს მარტივად აგვარებს.

სანდოობის მაღალი დონისთვის კი მომხარებლის პროფილზე ნომრის, Facebook - ის ანგარიშის და ელ. ფოსტის ვერიფიკაციაა შესაძლებელი.

ჩვენი სტარტაპის გუნდი დაუღალავად შრომობს აპლიკაციის ფუნქციურად გაუმჯობესებისთვის და მიზნად ისახავს ქართველებს მოწინავე სერვისი შესთავაზოს დამგზავრების სფეროში.