ჩვენი ისტორია

გაიცანი ჰარი

ჩვენი ამბავი დაიწყო მაშინ, როცა ერთმა სტუდენტმა ბიჭმა მოინდომა თავისი მშობლიური ქალაქისკენ მიმავალი გზა კომფორტულად და მხიარულად გაეტარებინა და არა ისე, როგორც ყოველთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას.

ამ პატარა სურვილმა და დიდმა მონდომებამ შეკრა ერთი ძლიერი გუნდი, ჰარის გუნდი.

ჩვენ შევქმენით დამგზავრების პირველი ქართული მობილური აპლიკაცია, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელია მგზავრობის მომავალი ერთად ვაქციოთ დღევანდელ რეალობად.

ჰარი არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც საერთო მიმართულებით მიმავალი მგზავრები და მძღოლები ერთმანეთს დაემგზავრებიან.

ჩვენი მიზანია გავუადვილოთ ადამიანებს ქალაქებს შორის გადაადგილება, ვაქციოთ ეს მოგზაურობა საინტერესო, კომფორტულ და მხიარულ გამოცდილებად, დავეხმაროთ მათ საწვავის თანხის დაზოგვასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში, რადგან ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ საუკეთესო ალტერნატივებს.

ჰარის გუნდი მუდმივად იზრუნებს შენი ისტორიის გათვალისწინებაზე, რათა შემოგთავაზოთ ის, რაც შენთვისაა მნიშვნელოვანი.